უნგრეთის შეიარაღებული ძალები | |||
---|---|---|---|
უნგრეთის შეიარაღებული ძალები Magyar Honvédség | |||
დაარსების თარიღი | 1848 წელი | ||
ამჟამინდელი სახით | 1990 წლიდან | ||
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია | არმია სამხედრო-საჰაერო ძალები | ||
შტაბი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | ||
ხელმძღვანელობა | |||
მთავარსარდალი | იანოშ ადერი (უნგრეთის პრეზიდენტი) | ||
მინისტრი | ჩაბა ჰენდე | ||
მინისტრის წოდება | უნგრეთის თავდაცვის მინისტრი | ||
შტაბის მეთაური | გენერალი ტიბორ ბენკო | ||
შემადგენლობა | |||
სამხედრო ასაკი | 18 | ||
გაწვევა | არა (შეჩერებულია 2004 წლიდან) | ||
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის | 2,380,381 | ||
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის | 1,884,232 | ||
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს | 58,894 | ||
აქტიური სამხედრო პერსონალი | ~40,000 (2012) | ||
სარეზერვო სამხედრო პერსონალი | ~30,000 (2012) | ||
ინდუსტრია და დანახარჯები | |||
ბიუჯეტი | $1.47 მილიარდი (2011) | ||
მშპ-ის პროცენტი | 0.92% {2011) | ||
საგარეო მომწოდებლები | შვედეთი რუსეთი აშშ ჩინეთი საფრანგეთი ისრაელი |
უნგრეთის შეიარაღებული ძალები (უნგრ. Magyar Honvédség) — უნგრეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს უნგრეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიულ წყლები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია უნგრეთის არმია და უნგრეთის სამხედრო-საჰაერო ძალები.
2004 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.
უნგრეთი შეიარაღებული ძალები დაფუძნდა 1848-1849 წლებში, უნგრეთის რევოლუციის დროს. ძალები მონაწილეობდნენ ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ასევე, უნგრეთის ტერიტორიაზე ეროვნულ უმცირესობათა დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული გამოსვლების ჩახშობაში. ამბოხების ჩახშობის შემდეგ შეიარაღებული ძალები დაიშალა.
1867 წლის შეთანხმების მიხედვით, უნგრეთს მიეცა შესაძლებლობა თავის შეიარაღებული ძალები შეეყვანა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შეიარაღებულ ძალებში. უნგრული არმიის ოფიცრების მოსამზადებლად შეიქმნა სამხედრო აკადემია „ლუდოვიკა“.
რეგენტი მიკლოშ ჰორტი მხარს უჭერდა ნაცისტურ გერმანიას, რომელიც თავდაპირველად მიმართული იყო ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთისა და სერბეთის წინააღმდეგ. ამ ქვეყნებთან უნგრეთს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა. ვენაში გამართულმა ორმა არბიტრაჟმა დააკმაყოფილა უნგრეთის მოთხოვნები და ჰორტსაც აღარ აინტერესებდა გერმანიასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, თუმცა საბჭოთა-ნაცისტურ ბრძოლის ფრონტებზე მაინც იგზავნებოდა უნგრეთის სამხედრო დანაყოფები.
1944 წელს, მაღალი რანგის სამხედრო ლიდერების (მათ შორის გენერლები გეზა ლაკატოში, ვილმოშ ნადი, ბელა მიკლოში) მხარდაჭერით ჰორტი ცდილობდა ქვეყანა მეორე მსოფლიო ომიდან გამოეთიშა, თუმცა მისი მმართველობა ნაცისტებმა დაამხეს. პოსტზე ჰორტი პრო-ნაცისტურმა მარიონეტმა ფერენც სალაშიმ შეცვალა. უნგრეთის არმიამ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში სრულად განადგურდა.
მატიაშ რაკოშის მმართველობის პერიოდში უნგრეთის შეიარაღებულ ძალების საბჭოთა კავშირის სტანდარტებზე გადაყვანა დაიწყო. არმია საბჭოურ სამხედრო ფორმებსა და სამხედრო განმასხვავებელ ნიშნებზე გადავიდა. 1956 წლის უნგრული აჯანყების ჩახშობის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში საბჭოური ატრიბუტიკები გაუქმდა და არმია ტრადიციული, უნგრული ფორმით შეიმოსა. 1955 წლიდან 1990 წლამდე უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა ვარშავის ხელშეკრულების წევრი იყო. უნგრელმა ჯარისკაცებმა პრაღის გაზაფხულის ჩახშობაში მიიღეს მონაწილეობა.
1989 წლისთვის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ჯარისკაცთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა.
უნგრეთი 1999 წლის 12 მარტიდან ნატოს წევრია.
1990 წელს უნგრეთის ჯარის მოდერნიზდა და დასავლური სტანდარტების მიხედვით გადაიარაღდა. ეს უპირატესად ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვამ გამოიწვია. ამ პერიოდში განხილულ იქნა ორგანიზების პრინციპები, სამხედრო დოქტრინა და სამხედრო სწავლება.
1994 წლიდან უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (Partnership for Peace), აგრეთვე ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში ბოსნიას, კოსოვოსა და სხვა სამშვიდობო ოპერაციებში. 300 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა ერაყში, მრავალეროვან სამხედრო ძალების შემადგენლობაში.
შეიარაღებულ ძალებში ყველაზე მრავალრიცხოვანი სახმელეთო არმიაა. სამხედრო-საჰაერო ძალები სიდიდით მეორეა. გარდა ამისა, არსებობს „სამხედრო-საზღვაო“ ერთეული დუნაიში პატრულირებისთვის.
მთავრობამ აიღო ვალდებულება, გაეზარდა სამხედრო დანახარჯები მშპ-ის 2%-მდე 2006 წლამდე, ისე რომ სამხედრო ხარჯების დონე შესაბამისობაში ყოფილიყო ნატო ქვეყნების დონესთან.
2004 წლის 4 ნოემბრიდან უნგრეთმა ჯარში სავალდებულო გაწვევა, საკონტრაქტო სამსახურით ჩაანაცვლა. უნგრეთი თავდაცვის მინისტრმა ფერენც იუჰაჩმა შეიარაღებულ ძალებში მომსახურეთა 30 ათასიდან, 22 ათასამდე შემცირების შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთში აღარ იყო საჭირო ქვეყნის საზღვრებზე, საგარეო მტრის მოსაგერიებლად შეიარაღებული ძალების გაძლიერება. არმიის მიზნად ქვეყნის შიგნით კონფლიქტისა და ტერორიზმის ფაქტებზე ბრძოლა იქნა დასახული.
2007 წლიდან, უნგრეთის შეირაღებული ძალები ერთიან სამეთაურო კონტროლის ქვეშაა. თავდაცვის სამინისტრო არმიაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო კონტროლს ახორციელებს.
ადმინისტრაციული მხარდაჭერა
ბრძოლა
საბრძოლო მხარდაჭერა
მომსახურება - მხარდაჭერა
მისიები
|